ინტერის მცველით მადრიდის რეალი და ლივერპულია დაინტერესებული

 ინტერის მცველით მადრიდის რეალი და ლივერპულია დაინტერესებული
Digiqole Ad

ინტერის მცველით მადრიდის რეალი და ლივერპულია დაინტერესებული.

ლივერპული

23 წლის იტალიელი მცველი ალესანდრო ბასტონი, რომელიც მილანის “ინტერს” ეკუთვნის, შეუძლია კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. Fichajes-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, ლივერპული მისი მომსახურებით ინტერესდება.

მთავარი დაბრკოლება შეიძლება იყოს ის, რომ მერსისაიდელებს ამ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე არ მოხვედრის რისკი ემუქრებათ. ბასტონს სურს ითამაშოს გუნდში, რომელიც პრესტიჟული ევროთასების სტაბილური წევრია.

რეალი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მადრიდის “რეალი” გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. მადრიდელებს სურთ იტალიელი მცველის შეძენა.

23 წლის ალესანდრო ბასტონის ცნობილი პორტალი transfermarkt-ის ექსპერტები 55 მილიონ ევროდ აფასებენ. ინტერში ბასტონიმ 144 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მათში მცველმა გაიტანა სამი გოლი და ცამეტი საგოლე გადაცემა შეასრულა პარტნიორებს. 

ბასტონი ნერაძურს კონტრაქტით 2024 წლის შუა პერიოდამდე აკავშირებს.