ინტერის მცველისთვის ინგლისის სამი ტოპ კლუბი იბრძოლებს

 ინტერის მცველისთვის ინგლისის სამი ტოპ კლუბი იბრძოლებს
Digiqole Ad

ინტერის მცველისთვის ინგლისის სამი ტოპ კლუბი იბრძოლებს.

ალესანდრო ბასტონიმ აქამდე მთელი კარიერა მშობლიურ იტალიაში გაატარა. მედიის ინფორმაციით, ინტერის მცველს ინგლისის პრემიერ ლიგაში ძალების მოსინჯვის შანსი აქვს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბასტონი მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედის და ტოტენჰემის რადარზეა. ინგლისური ტოპ-კლუბები მზად არიან მომავალ ზაფხულს ფეხბურთელისთვის იბრძოლონ.

ცნობილი პორტალი transfermarkt-ის ექსპერტები 23 წლის ალესანდრო ბასტონის 60 მილიონ ევროდ აფასებენ. ინტერში მცველმა 126 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და პარტნიორებს ცხრა საგოლე გადაცემა გაუკეთა.