ინტერის მცველმა სტეფან დე ვრიმ შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს
Calciomercato-ს ცნობით, ინტერის მცველმა სტეფან დე ვრიმ შესაძლოა კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ფეხბურთელით მანჩესტერ სიტია დაინტერესებული, კლუბი მზადაა მის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
წყაროს ცნობით, მილანელები ფეხბურთელს გაათავისუფლებენ, რადგან მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. თუ ინტერი მიიღებს კარგ შემოთავაზებას, მცველს გარიგების ფასად გაყიდის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელით ტოტენჰემიც იყო დაინტერესებული.
