ინტერის გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

 ინტერის გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
Digiqole Ad

ინტერის გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

მილანის “ინტერის” გულშემატკივრები ამ სეზონში გუნდის თამაშით უკმაყოფილონი არიან და კლუბის პრეზიდენტის სტივენ ჟანგის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ FC Inter1908 იუწყება.

Curva Nord-ის გულშემატკივართა ასოციაციამ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა მესიჯი პრეზიდენტის მიმართ, რომელშიც ნათქვამია: “ჟანგ, წადი”.

ინტერმა იტალიის ახალ სეზონი ცუდად დაიწყო. შვიდი ტურის შემდეგ, სიმონე ინძაგის გუნდი 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს მილანური გუნდი შინ რომასთან გამართავს. თამაში 1 ოქტომბერს გაიმართება.