ინტერის ფეხბურთელი მონცაში გადასვლასთან ახლოსაა

 ინტერის ფეხბურთელი მონცაში გადასვლასთან ახლოსაა
სმარტუნიონი

ინტერის ფეხბურთელი მონცაში გადასვლასთან ახლოსაა.

მილანის ინტერის ცენტრალური ნახევარმცველი სტეფანო სენსი მონცაში გადასვლასთან ახლოსაა.

26 წლის ფეხბურთელმა 2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარი სამპდორიაში იჯარით გაატარა. ინტერს აღარ აქვს სენსის იმედი, ამიტომ მზადაა გაყიდოს იგი ამ ზაფხულს.

ავტორიტეტული ინსაიდერის ნიკოლო შირას ინფორმაციით, მონცამ ნახევარმცველისთვის 15 მილიონი ევრო შესთავაზა ინტერს. მხარეები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ყველა დეტალს გასავლელად.

სტეფანო სენსიმ სერია A-ს ბოლო გათამაშებაში სამპდორიას შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მონცა სერია A-ში ახალწვეულია, კლუბის მფლობელი სილვიო ბერლუსკონია.

ბოლოს დამატებული პოსტები