Cancel Preloader

ინტერი ზედიზედ მეორედ გადის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში

 ინტერი ზედიზედ მეორედ გადის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში
Digiqole Ad

ინტერი ზედიზედ მეორედ გადის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში.

მილანის ინტერმა, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში პლზენის დამარცხებით, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საგზური მოიპოვა.

გუშინდელმა საშინაო გამარჯვებამ ანგარიშით 4:0 საშუალება მისცა სიმონე ინძაგის გუნდს C ჯგუფში ათი ქულა მოეპოვებინა. ნერაძურიმ ბარსელონას ექვსი ქულით აჯობა და მეორე ადგილი გაინაღდა.

ინტერმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მეორედ მოიპოვა კვალიფიკაცია.

ბოლო ტურში მილანური გრანდი მიუნხენში ბაიერნს შეხვდება. მატჩი ფორმალური იქნება, რადგან გერმანელებმა ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდეს.