ინტერი უკრაინის ნაკრების ფორვარდის შეძენას აპირებს

 ინტერი უკრაინის ნაკრების ფორვარდის შეძენას აპირებს
Digiqole Ad

ინტერი უკრაინის ნაკრების ფორვარდის შეძენას აპირებს.

უკრაინის ნაკრებისა და ჟირონას ცენტრ ფორვარდს არტემ დოვბიკს შეუძლია კარიერა ევროპის ტოპ კლუბში გააგრძელოს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ვიქტორ ვაცკომ ისაუბრა.

ინსაიდერის ცნობით, თავდამსხმელის შეძენით დაინტერესებულია მილანის ინტერი. ნერაძურის ხელმძღვანელობა დოვბიკის შეძენას მომავალ ზაფხულს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ არტიომი ჟირონაში გასულ ზაფხულს გადავიდა. ფორვარდმა გააფორმა გრძელვადიანი სამუშაო ხელშეკრულება 2028 წლის შუა რიცხვებამდე.

ამ სეზონში ფეხბურთელმა მოახერხა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გამხდარიყო. მან მონაწილეობა მიიღო ყველა შეჯიბრში 16 მატჩში, რომელშიც რვა გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.