ინტერი უდინეზეს ნახევარმცველის შეძენას ამ ზაფხულს შეეცდება

 ინტერი უდინეზეს ნახევარმცველის შეძენას ამ ზაფხულს შეეცდება
სმარტუნიონი

მილანის ინტერის ხელმძღვანელებს სურთ სცადონ უდინეზეს ნახევარმცველის, ჟან-ვიქტორ მაკენგოს შეძენა ამ ზაფხულს.

ცნობილი ინსაიდერის ნიკოლო შირას ინფორმაციით, მილანის გუნდი 23 წლის ფრანგ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმებას ზაფხულში გეგმავს.

ინტერის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ნახევარმცველი შესანიშნავად მოერგება გუნდს. ავტორიტეტული პორტალი transfermarkt მაკენგოს ღირებულებას ოთხ მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ჟან-ვიქტორ მაკენგომ იტალიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები