ინტერი თავდამსხმელს 20 მილიონ ევროდ ყიდის
ინტერი თავდამსხმელს 20 მილიონ ევროდ ყიდის.
მილანის ინტერის თავდამსხმელი ანდრეა პინამონტი კარიერას სხვა იტალიურ კლუბში გააგრძელებს. ინსაიდერის ნიკოლო სკირას თქმით, სასუოლო ფეხბურთელს მალე გაიფორმებს.
თავდამსხმელის ტრანსფერი “შავ-მწვანეს” 20 მილიონი ევრო დაუჯდება. ფეხბურთელთან გაფორმდება გრძელვადიანი სამუშაო კონტრაქტი, რომელიც გათვლილია 2026 წლის შუა რიცხვებამდე. სასუოლოში პინამონტი წელიწადში 2,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო 36 ბრძოლაში, გაიტანა 13 გოლი (ოთხი პენალტიდან) და ორი საგოლე გადაცემა.
