ინტერი თანახმაა ლუკაკუს იჯარა გაუხანგრძლივოს
ინტერი თანახმაა ლუკაკუს იჯარა გაუხანგრძლივოს.
“ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა, რომ კლუბი მზადაა “ჩელსის” თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს სიჯარა გაუხანგრძლივოს.
ჩვენ ვიცით, რომ რომელუს უყვარს ინტერი. ჩვენ ამას ვგრძნობთ.
ჯუზეპე მაროტა
ახლა ის ძალიან მოტივირებულია. და ეცადე, რომ საუკეთესო ფორმაში იყო.
ჯუზეპე მაროტა
მილანელებმა 29 წლის თავდამსხმელი ამ ზაფხულს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატეს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ბელგიის ნაკრების გავარდნის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ გადაწყვიტა შვებულებაში არ წასულიყო და სასწრაფოდ დაბრუნდა იტალიაში.
ინტერმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ჩელსისთან 29 წლის ბელგიელის იჯარის გაგრძელებაზე. ლონდონურ კლუბს სურს იჯარით 8 მილიონი ევროს შოვნა, ასევე კიდევ 3 მილიონი პრემიის დანიშვნა. ამასთან, ნერაძურებმა ფეხბურთელის წლიური ხელფასის 12 მილიონი ევროდან 8,5 უნდა გადაიხადონ.
