ინტერი შეუერთდა ირვინგ ლოსანოს მოსაპოვებლად ბრძოლას


ირვინგ ლოსანო კლუბის ცვლილებისთვის ემზადება. “ნაპოლი” მზადაა თავისი ფეხბურთელი გაუშვას, ხოლო მისი შეძენით მადრიდის “რეალი”, “ინტერი” და “სევილია”. ინტერესდებიან.
ნაპოლის ამჟამინდელმა მფლობელმა ფეხბურთელის ფასი 35 მილიონი ევრო დაადგინა. თუმცა, სანამ მადრიდული კლუბი 26 წლის გარემარბს გაიფორმებს, მას კონკურენციას გაუწევს ინტერი და სევილია, რომლებიც ასევე დაინტერესდნენ თავდამსხმელის ტრანსფერით.
მიმდინარე სეზონში მექსიკის წარმომადგენელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან მოედანზე 1626 წუთი გაატარა, ამ დროის განმავლობაში 5 გოლი გაიტანა და კოლეგებს ოთხჯერ საგოლე გადაცემა გაუკეთა.