ინტერი სებასტიან ჰალერის გაფორმებას გეგმავს

 ინტერი სებასტიან ჰალერის გაფორმებას გეგმავს
Digiqole Ad

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნერაძურის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე აიაქსის ფორვარდი სებასტიან ჰალერი გახლავთ.

წყაროს ცნობით, ინტერი 27 წლის ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდა და მათგან შესაძლო ტრანსფერზე თანხმობა მიიღო, თუმცა პრობლემა აიაქსის მიერ მოთხოვნილი თანხაა.

ნიდერლანდელები კოტ-დიუვარელი ფორვარდის სანაცვლოდ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 32 გოლი გაიტანა, 35 მილიონ ევროს ითხოვენ.

ინტერი ასევე განაგრძობს ჯანლუკა სკამაკას ტრანსფერზე მუშაობას, მაგრამ სასუოლო ფეხბურთელს 45 მილიონად აფასებს და თანხის მიღება დაუყოვნებლივ სურს, რისი გადახდაც ნერაძურის ჯერჯერობით არ შეუძლია.