ინტერი – სამპდორია | სერია A 21-22 | N38

 ინტერი – სამპდორია | სერია A 21-22 | N38
სმარტუნიონი

ინტერი – სამპდორია | სერია A 21-22 | N38

22 მაისს, სერია A-ს 38-ე ტურის ფარგლებში, ინტერი საკუთარ მოედანზე სამპდორიას მასპინძლობს.

ისტორიაში მე-20 სკუდეტოს მოსაგებად, ნერაძურეის დასჭირდებათ შედეგების ერთი და უნიკალური კომბინაცია: გამარჯვება სამპდორიაზე და ერთდროული წაგება სტეფანო პიოლის გუნდის სასუოლოს წინააღმდეგ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩემპიონის ტიტული მოსისხლე მტრებს გადაეცემათ.

ინტერის შანსები სკუდეტოზე მინიმალურია, მაგრამ გუნდის ფეხბურთელებს მათი ბოლომდე სჯერათ. წინა ტურში კალიარის წინააღმდეგ დუბლის შემდეგ, ლაუტარო მარტინესმა თქვა: “ჩვენ ეს მაინც შეგვიძლია”. სხვათა შორის, არგენტინელი გახდა კლუბის ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც 25 წლამდე მინიმუმ 20 გოლი გაიტანა.

რიცხვები და სტატისტიკა:

  • 3 თვე “ინტერი” სახლში არ აგებს.
  • სამპდორიამ 6 თვეში მხოლოდ 1 გასვლითი მატჩი მოიგო.
  • ბოლოს მეზღვაურებმა ინტერს სტუმრად 2017 წელს მოუგეს.

ბოლოს დამატებული პოსტები