ინტერი – რომა | სერია A 21-22 | N34
დღეს 23 აპრილს ინტერი სერია A-ს 34-ე ტურში რომას შეხვდება. ინტერი ამჟამად ცხრილში მეორე ადგილზეა, მაგრამ “ნერაძური” მილანს უსწრებს დაკარგულ ქულებით.
წინა ტურში “ინტერმა” უპრობლემოდ გაართვა თავი “სპეციას”, რის შემდეგაც, შუა კვირაში, იტალიის თასის ფინალშიც გავიდა, საპასუხო ნახევარფინალში “მილანი” 3-0 დაამარცხა. დერბიში სიმონე ინძაგიმ ძალები შეძლებისდაგვარად გაანაწილა: სანჩესი, ჯეკო, გოსენსი და დ’ამბროზიო მოედანზე მხოლოდ მატჩის ბოლოს შევიდნენ, ლაუტარო მარტინესმა, ბასტონმა და პერიშიჩმა კი მოედანი ვადაზე ადრე დატოვეს.
რომა ყველაზე ძლიერია ინტერის ყველა დარჩენილი მეტოქებს შორის ამ ლიგაში. ძნელი წარმოსადგენია, რომ ინძაგის ტიტულის მომტანი გუნდი დაკარგავს ქულებს ბოლონიასთან, უდინეზესთან, ემპოლისთან, კალიარისთან და სამპდორიასთან. მაგრამ “რომასთან” მატჩში რთული იქნება სიმონეს გუნდისთვის.
მიუხედავად რომაელებთან ამ სეზონში ორი გამარჯვებისა (ჩემპიონატში 3:0, თასზე 2:0). ტიტულის დასაცავად ინტერის მეორე დაბრკოლება კალენდარია: ლიგამ გადაწყვიტა 27 აპრილს ბოლონიის წინააღმდეგ გადადებული მატჩის ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერაძურის არ ექნება სრულფასოვანი შესაძლებლობა სათანადოდ მოემზადონ შეხვედრისთვის.
სავარაუდო შემადგენლობა (3-5-2):
ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრი, ბასტონი; დუმფრისი, ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი; ჯეკო, ლუტარო;
რიცხვები და სტატისტიკა:
- ინტერს ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა;
- რომამ ბოლო 13 მატჩში გაიტანა გოლი;
- ბოლო 10 მატჩის განმავლობაში, რომამ ინტერს ვერ დაამარცხა;