ინტერი რივერის მარცხენა მცველის გადაბირებას ცდილობს
რადიო კონტინენტალის ცნობით, “ინტერი” აპირებს რივერ პლეიტის მარცხენა მცველის ფაბრიციო ანჰილერის შეძენას.
ნერაძური ანჰილერს განიხილავენ, როგორც ივან პერიშიჩის პოტენციურ შემცვლელს, რადგან ხორვატს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.
თუმცა ახალი შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანჰილერის ინტერში გაფორმების ვარიანტი სათადარიგო იქნება, რადგან ფეხბურთელს ევროპულ კლუბებში თამაშის გამოცდილება არ აქვს.
28 წლის ფეხბურთელს რივერ პლეიტთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება. პორტალი Transfermarkt მის ღირებულებას ოთხ მილიონ ევროდ აფასებს.