ინტერი პაულო დიბალას შეძენასთან ახლოსაა


La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერი იუვენტუსის თავდამსხმელის პაულო დიბალას შეძენასთან ახლოს არის.
წყაროს ცნობით, ალექსის სანჩესის და ლაუტარო მარტინესის გაურკვეველ მომავალმა შეიძლება ხელი შეუშალოს ტრანსფერს. ასევე, დიბალას ტრანსფერს შესაძლოა შეაფერხოს ფეხბურთელის მაღალი მოთხოვნებმა. ინტერის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტებს მომავალ კვირას შეხვდებიან.
დიბალა არის ფეხბურთელი, რომლის მიყვანასაც მაროტა აპირებს ინტერში სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ სანამ მოლაპარაკებებში წინ წაიწევს, მან უნდა გაიაროს რამდენიმე ეტაპი ნერაძურის მოწინავე დეპარტამენტში. დაწყებული სანჩესით და მისი კატასტროფულად მაღალი ხელფასი, დამთავრებული ლაუტაროით.
ამ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას იუვესთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.