ინტერი ონანას გაყიდვას ფიქრობს
ინტერი ონანას გაყიდვას ფიქრობს.
ინტერის მეკარე ანდრე ონანამ შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს დატოვოს.
მილანური კლუბი არ არის საუკეთესო ფინანსურ მდგომარეობაში და ამიტომ იმედოვნებს, რომ შემოსავალს გამოიმუშავებს მოთამაშეების გაყიდვიდან. ადრე კლუბის ხელმძღვანელობა მილან შკრინიარის ტრანსფერზე ფულს გამომუშავებას ელოდა, მაგრამ მცველმა სეზონის ბოლოს პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა არჩია. ჟურნალისტ გრეჰემ ბეილის თქმით, ონანა, სავარაუდოდ, არსებული ვითარების მსხვერპლი გახდება, რადგან სწორედ ის ითვლება გაყიდვის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად.
პორტალი Transfermarkt 26 წლის კამერუნელის ღირებულებას 14 მილიონ ევროდ აფასებს. მეკარე “აიაქსი” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.