ინტერი მზადაა, ონანი 40 მილიონ ევროდ გაყიდოს
ინტერი მზადაა, ონანი 40 მილიონ ევროდ გაყიდოს.
„ინტერმა“ დაადგინა ფასი, რომლის მიღებითაც ისინი მზად არიან გაათავისუფლონ მეკარე ანდრე ონანა, იტყობინება Gazzetta dello Sport.
წყაროს ცნობით, მილანელები მზად არიან 27 წლის კამერუნელი 40 მილიონ ევროდ გაყიდონ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონანას მომსახურებით ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული.
ონანა “ინტერში” გასული ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 27 წლის მეკარემ კლუბის შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაუშვა 29 გოლი და 15-ჯერ შეინახა კარში მშრალად.