ინტერი მზადაა კორეა გაყიდოს

 ინტერი მზადაა კორეა გაყიდოს
Digiqole Ad

ინტერი მზადაა კორეა გაყიდოს.

“ინტერი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავდამსხმელის ხოაკინ კორეას გაყიდვას გეგმავს. კლუბის ხელმძღვანელობა 27 წლის არგენტინელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის გამოძებნის აუცილებლობის შესახებ აცნობა.

ამის შემდეგ კორეას პირველი პრეტენდენტი გამოუჩნდა – ეს ფრანგული მარსელია.

არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ინტერს სურს კორეას გაყიდვა. პირველი არის კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობა. მეორე არის პაულო დიბალას და რომელუ ლუკაკუს სავარაუდო შეძენა ზაფხულში, რის გამოც კორეამ შესაძლოა სათამაშო დრო დაკარგოს.

კორეა “ინტერში” გასულ ზაფხულს “ლაციოდან” გადავიდა, ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაჯდა. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ინტერის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.