ინტერი მზადაა დუმფრისი ტოტენჰემს დაუთმოს
ინტერი მზადაა დუმფრისი ტოტენჰემს დაუთმოს
მილანის ინტერის მარჯვენა მცველი დენზელ დუმფრისი შესაძლოა იანვარში ტოტენჰემში გადავიდეს.
ტოტენჰემა 26 წლის ჰოლანდიელი ჯერ კიდევ ზაფხულში მოითხოვა, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა. Calciomercato-ს თანახმად, დუმფრისის გადასვლის შანსები გაუმჯობესდა, რადგან ინტერმა მოთამაშის ფასი 30 მილიონ ევრომდე შეამცირა. ტოტენჰემი კვლავ იჩენს ინტერესს ტრანსფერით და შესაძლოა მოლაპარაკებები იანვარში დაიწყოს.
მიმდინარე სეზონში დენზელ დუმფრისმა ინტერში 20 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.