“ინტერი” მზადაა ბროზოვიჩი ამ ზაფხულს გაყიდოს
“ინტერი” მზადაა ბროზოვიჩი ამ ზაფხულს გაყიდოს.
მილანის ინტერი მომავალ ზაფხულს მზად იქნება ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩთან განშორებისთვის. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 30 წლის ხორვატი კლუბში ხელშეუხებლად აღარ ითვლება.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველის ტრანსფერით ახლა სამი კლუბია დაინტერესებული – ლონდონის ჩელსი, კატალონიური ბარსელონა და ტურინის იუვენტუსი. თავად მარსელოც არ იქნება წინააღმდეგი ახალი გამოცდილების მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ინტერმა ბროზოვიჩთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, კლუბი ზაფხულში მზად იქნება ხორვატთან განშორებისთვის.
ნახევარმცველს ორი გოლი აქვს გატანილი იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში.