ინტერი მხითარიანს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს 3,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით

 ინტერი მხითარიანს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს 3,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით
სმარტუნიონი

ინტერი მხითარიანს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს 3,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

“ინტერმა” რომის ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს შესთავაზა ორწლიანი კონტრაქტი 3,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით, პლიუს პრემიები და აგენტებისთვის 2 მილიონი საკომისიო.

33 წლის სომეხ ნახევარმცველს რომასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

ბოლო შეხვედრაზე რომაული კლუბის ხელმძღვანელობამ მხითარიანს ერთწლიანი კონტრაქტი 3 მილიონი ევროს ოდენობით და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა შესთავაზა.

ამ სეზონში ნახევარმცველმა რომის მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები