ინტერი მხითარიანის შეძენას გეგმავს
ინტერი მხითარიანის შეძენას გეგმავს.
“ინტერმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით “რომას” ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის შეძენას აპირებს. 33 წლის სომეხს რომაულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მხითარიანის ინტერში ხილვა სურს. ის ნახევარმცველში ჰაკან ჩალჰანოღლუს ხარისხიან შემცვლელს ხედავს.
მიმდინარე სეზონში მხითარიანმა რომის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის რომაულ კლუბში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს.