ინტერი მთავარ მწვრთნელ ინძაგის ახალ კონტრაქტს 2025 წლამდე სთავაზობს
Calciomercato-ს ცნობით, ინტერი მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
45 წლის იტალიელთან ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე გაგრძელდება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პრესპექტივით.
სპეციალისტს ხელფასი პრემიების გარეშე წელიწადში 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ინძაგის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი. სიმონე ამჟამად წელიწადში 4,5 მილიონ ევროს იღებს.