ინტერი მხითარიანთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს

 ინტერი მხითარიანთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს
სმარტუნიონი

ინტერი მხითარიანთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს

ინტერის ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა შესაძლოა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, იუწყება ჟურნალისტი ნიკოლო შირა.

წყაროს ცნობით, ინტერი კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას ელის. 34 წლის სომეხს მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

მხითარიანი მილანში 2022 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან იტალიის სერია A-ში 4 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები