ინტერი მესის შეძენას ამ ზაფხულს ეცდება

 ინტერი მესის შეძენას ამ ზაფხულს ეცდება
სმარტუნიონი

ინტერი მესის შეძენას ამ ზაფხულს ეცდება.

ლიონელ მესიმ შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. როგორც ჟურნალისტი სერხიო გონსალესი სოციალურ ქსელში წერს, ინტერი არგენტინელის მიმართ ინტერესს იჩენს.

სანდო წყარომ მითხრა, რომ “ინტერი” ლეოს შეძენას აპირებს.

სერხიო გონსალესი

აღსანიშნავია, რომ ინტერი მესისთან მოლაპარაკებებში აპირებს “ძანეტის ფაქტორის” გამოყენებას. არგენტინელი მილანური კლუბის ლეგენდაა და ახლა იქ ლიდერის პოზიციას იკავებს. ალბათ ინტერში იმედოვნებენ, რომ ძანეტი თავისი ვარსკვლავი თანამემამულის დარწმუნებას შეძლებს. 

ასევე, ინტერი აპირებს ისარგებლოს იმით, რომ მესის პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სიტუაცია ჩიხშია შსული.

საქმეშია ასევე ბარსელონა მაგრამ, ფინანსური მდგომარეობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავს ვარსკვლავური თავდამსხმელის დაბრუნებას შეძლებს.

ბოლოს დამატებული პოსტები