ინტერი მარკუს ტურამს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს

მარკუს ტურამი

ინტერი მარკუს ტურამს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
მიუნხენგლადბახის ბორუსიას თავდამსხმელი მარკუს ტურამი მილანის ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება Calciomercato.
ნერაძური ჯერ კიდევ იანვარში იყო 25 წლის ფრანგის მთავარ პრეტენდენტთა შორის, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.
თავდამსხმელი არ აპირებს ბორუსიასთან კონტრაქტის განახლებას, რომელიც ამ ზაფხულს ეწურება, ამიტომ ახლა ღიად შეუძლია სხვა კლუბებთან მოლაპარაკება.
ინტერმა ფეხბურთელს უკვე შესთავაზა ხუთწლიანი კონტრაქტი წელიწადში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
ტურამმა ამ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარკუს ტურამი Transfermarkt-ის მიერ 32 მილიონ ევროდ არის შეფასებული.