ინტერი მალე შეწყვეტს მეკარეების როტაციას, ინძაგიმ არჩევანი გააკეთა
ინტერი მალე შეწყვეტს მეკარეების როტაციას, ინძაგიმ არჩევანი გააკეთა.
მილანის ინტერი მალე შეწყვეტს მეკარეების როტაციას. შეგახსენებთ, რომ სამირ ჰანდანოვიჩი ამჟამად სერია A-ში თამაშობს, ხოლო ანდრე ონანა ჩემპიონთა ლიგაზე.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ონანა კვლავ ძირითადიდან დაიწყებს კატალონიურ ბარსელონას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომლის აკადემიაშიც ფეხბურთელმა რამდენიმე წელი გაატარა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგაზეც სამირ ჰანდანოვიჩის ძირითადში დააყენებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ჰანდანოვიჩს მომავალ ზაფხულს უმთავრდება კონტრაქტი მილანის ინტერთან.