ინტერი ლუკაკუსა და დიბალას შორის გააკეთებს არჩევანს


ინტერი ლუკაკუსა და დიბალას შორის გააკეთებს არჩევანს.
მილანის ინტერს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ თავდამსხმელს გააფორმებს ამ სეზონში. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, ნერაძური არ აპირებს ერთდროულად ორი მოთამაშის – რომელუ ლუკაკუსა და პაულო დიბალას მოწვევას.
კლუბს ესმის, რომ ლაუტარო მარტინესი, ედინ ძეკო და ანხელ კორეა უკვე ფორვარდის პოზიციაზე არიან. ლუკაკუსა და დიბალას ტრანსფერების შემთხვევაში, “ნერაძურის” მომავალი სეზონისთვის 5 თავდამსხმელი ეყოლებათ, რაც ბევრს ართულებს სათამაშო დროის გადანაწილებას.
ამ დროისთვის, ინტერი უფრო მეტად იხრება დიბალას ვარიანტისკენ, რადგან ლუკაკუსთვის გარიგების დასრულება ძალიან რთული იქნება.