ინტერი კონტეს დაბრუნებას არ ჩქარობს, კლუბი ორი სხვა კანდიდატზეა ორიენტირებული

 ინტერი კონტეს დაბრუნებას არ ჩქარობს, კლუბი ორი სხვა კანდიდატზეა ორიენტირებული
Digiqole Ad

ინტერი კონტეს დაბრუნებას არ ჩქარობს, კლუბი ორი სხვა კანდიდატზეა ორიენტირებული.

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს სამსახურს დაკარგავს. ამ მხრივ, გუნდი ახალ მენტორს ეძებს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი ამჟამად უპირატესობას ანიჭებს ყოფილ ნახევარმცველ ტიაგო მოტას, რომელიც ბოლონიას ხელმძღვანელობს. ნერაძურებს ასევე მოსწონთ რობერტო დე ზერბის მოწვევის ვარიანტი, რომელიც ახლა ბრაიტონს უძღვება ინგლისის პრემიერ ლიგაში.

რაც შეეხება ანტონიო კონტეს, “ტოტენჰემიდან” გათავისუფლებული იტალიელი ჯერ კიდევ არ არის “ინტერის” პრიორიტეტულ კანდიდატებს შორის.