ინტერი კმაყოფილია ინძაგის თამაშით, მიუხედავად ტიტულის დაკარგვის საფრთხისა
მილანის “ინტერის” სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მთლიანად კმაყოფილია მთავარი მწვრთნელით, სიმონე ინძაგით. იტალიელი გუნდში იმ შემთხვევაშიც დარჩება, თუ “ნერაძური” სეზონის ბოლოს სერია A-ს ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს.
ძალიან გვიხარია ინძაგისთან მუშაობა. ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს და კარგ სტარტს აჩვენებს მომავლისთვის. ვფიქრობ, როცა სიმონე ანჩელოტისა და ალეგრის ასაკს მიაღწევს, ის მსოფლიოში საუკეთესო იქნება.
ბეპე მაროტა
შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი მილანის ინტერს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. იტალიელი გუნდში რომაული ლაციოდან მოვიდა.