ინტერი ჯეკოს ახალ კონტრაქტს უმზადებს
ინტერი ჯეკოს ახალ კონტრაქტს უმზადებს.
მილანის ინტერსა და თავდამსხმელ ედინ ჯეკოს აგენტს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სოციალური მედიის ინსაიდერის ნიკოლო შირას ინფორმაციით, მხარეები უახლოეს მომავალში მორიგ შეხვედრას გამართავენ.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ნერაძურები მზად არიან, ბოსნიელი ბომბარდირი კლუბში შეინარჩუნონ. მილანური გრანდი აპირებს მასთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც გათვლილია 2024 წლის შუა რიცხვებამდე. კონტრაქტით 36 წლის ფეხბურთელის ხელფასი ოთხი მილიონი ევრო იქნება.
ედინი ინტერში 2021 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში თავდამსხმელმა 24 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.