კლოპი: “ინტერი ინგლისში ტურისტის რანგში არ ჩამოვა“


„დარწმუნებული ვარ, რომ ინტერი ინგლისში ტურისტის რანგში არ ჩამოვა და იტალიელები მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებენ.
„ჩვენი თამაშის სტილი, პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, არ შეიცვლება. ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელიც შედეგის დაცვაზე თამაშობს, ჩვენ ხვალინდელ შეხვედრაშიც შეტევაზე ორიენტაციას ვგეგმავთ.
„ლივერპულმა პირველ ტურში 2-0 იმარჯვა, ეს კი არის ანგარიში, რომელიც არანაირ გარანტიას არ გვაძლევს. ანგარიშის მიუედავად, ჩვენ ძალიან რთული მატჩის გამართვა მოგვიწია და დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი გასეირნება არც ხვალ გვექნება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნიკოლო ბარელა ხვალ ვერ ითამაშებს, რადგან ის დიდებული ფეხბურთელია და ეს სერია ა-ს გასულ ტურში კიდევ ერთხელ დაამტკიცა.“