ინტერი ინძაგისთან კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა

 ინტერი ინძაგისთან კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა
Digiqole Ad

ინტერი ინძაგისთან კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა.

ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ინტერი კმაყოფილია მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მუშაობით. კლუბი მზადაა 47 წლის სპეციალისტს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

მოქმედი კონტრაქტი 2023/24 წლების სეზონის ბოლოს იწურება.

ინძაგის ხელმძღვანელობით ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერ სიტისთან ითამაშებს. ბრძოლა 10 ივნისს სტამბოლში გაიმართება.

ინძაგის გუნდი იტალიის თასის ფინალისტია.

სერია A-ს 35 ტურის შემდეგ ინტერი მესამეა.