ინტერი დორტმუნდის მცველისთვის პირველ წინადადებას ამზადებს

 ინტერი დორტმუნდის მცველისთვის პირველ წინადადებას ამზადებს
Digiqole Ad

ინტერი დორტმუნდის მცველისთვის პირველ წინადადებას ამზადებს.

მილანის “ინტერი” ამ ზაფხულს დორტმუნდის “ბორუსიას” მცველ მანუელ აკანჯის შეძენას გეგმავს. ჟურნალისტი ეკრემ ონურის თქმით, ნერაძური ემზადება პირველი 18 მილიონი ევროს შეთავაზებისთვის.

დორტმუნდის “ბორუსია” ფეხბურთელის გაყიდვას წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ კლუბი შვეიცარიელისთვის მაქსიმალური თანხის მიღებას აპირებს. დიდი ალბათობით, ისინი თავიანთი ფეხბურთელისთვის 18 მილიონზე მეტს მოითხოვენ.

ნერაძურის ალტერნატივებს შორის ასევე განიხილება ფიორენტინას ფეხბურთელი ნიკოლა მილენკოვიჩი.