ინტერი დიბალასთან მოლაპარაკებებს უბრუნდება
ინტერი დიბალასთან მოლაპარაკებებს უბრუნდება.
Sky Sport Italia-ს ცნობით, ინტერმა განაახლა მოლაპარაკებები თავდამსხმელ პაულო დიბალასთან კონტრაქტზე.
მილანური კლუბი მოლაპარაკებებში ხანმოკლე პაუზას იღებდა, რადგან სპორტული დირექტორი ჩელსიდან თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს იჯარით იყო დაკავებული.
ახლა მილანური კლუბი 28 წლის არგენტინელის კანდიდატურას დაუბრუნდა.
დიბალა მილანურ კლუბთან კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2026 წლამდე გააფორმებს. მისი ხელფასი ინტერში იქნება დაახლოებით 8 მილიონი ევრო წელიწადში, ბონუსების ჩათვლით.
მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერმა უარი თქვა დიბალას ტრანსფერზე, მაგრამ ნაკელბად სავარაუდოა, რომ მაროტამ თავისი საყვარელი მოთამაშე უფასოდ არ დაიმატოს.
დიბალა უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.