ინტერი დღეს სანჩესის აგენტთან გამართავს შეხვედრას

 ინტერი დღეს სანჩესის აგენტთან გამართავს შეხვედრას
Digiqole Ad

ინტერი დღეს სანჩესის აგენტთან გამართავს შეხვედრას.

მილანის ინტერი დღეს ალექსის სანჩესის აგენტთან შეხვედრას გამართავს, რათა საბოლოოდ გააუქმოს კონტრაქტი ჩილეელ თავდამსხმელთან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს.

აღსანიშნავია, რომ ინტერმა სანჩესს კონტრაქტის გაწყვეტისთვის კომპენსაციის ოდენობა უნდა გადაუხადოს. ამ შემთხვევაშიც კლუბი დაზოგავს ორიოდე მილიონს, რადგან თუ ალექსისი სეზონის ბოლომდე დარჩება, ნერაძურის უფრო მეტის გადახდა მოუწევს.

ფეხბურთელით დაინტერესებულ გუნდებს შორის არიან მარსელი და ვილიარეალი.