ინტერი დე ვრის ახალ კონტრაქტს სთავაზობს იგივ პირობებით

 ინტერი დე ვრის ახალ კონტრაქტს სთავაზობს იგივ პირობებით
Digiqole Ad

ინტერი დე ვრის ახალ კონტრაქტს სთავაზობს იგივ პირობებით.

ინტერი აწარმოებს მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არა მხოლოდ მილან შკრინიართან, არამედ კიდევ ერთ ცენტრალურ მცველთან – სტეფან დე ვრისთან. ჰოლანდიელის მოქმედი შრომითი ხელშეკრულებაც 2022/2023 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

TuttoMercatoWeb-ის ცნობით, ინტერმა შესთავაზა დე ვრიის ორწლიანი კონტრაქტი იმავე ხელფასით, რომელსაც ამჟამად იღებს. ახლა კლუბი ფეხბურთელისგან პასუხს ელოდება. დე ვრიი ამჟამად ყატარში ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად იმყოფება.

სტეფან დე ვრი ინტერში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს – მცველი მილანურ კლუბში ლაციოდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.