ინტერი და ვიდალი კონტრაქტის გაწყვეტასთან ახლოს არიან
ინტერი და ვიდალი კონტრაქტის გაწყვეტასთან ახლოს არიან.
ინტერის ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა შესაძლოა კლუბთან მუშაობა მალე შეწყვიტოს.
35 წლის ჩილელი ნერაძურის სამომავლო გეგმებში არ შედის, ამიტომ ფეხბურთელის წასვლა ამ ზაფხულს თითქმის გარკვეულია. არგენტინელი ბოკა ხუნიორსი და ბრაზილიური ფლამენგო ვიდალის შეძენით არიან დაინტერესებულნი, თუმცა ჯერ ნახევარმცველმა შესაძლოა ინტერთან მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტოს.
ჟურნალისტ რუდი გალეტის თქმით, მილანელები უკვე ახლოს არიან ვიდალთან თანამშრომლობის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე შეთანხმებასთან, რაც კლუბს 4 მილიონი ევრო დაუჯდება.
არტურო ვიდალი ინტერში 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან გუნდში 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.