ინტერი და ლაუტარო ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
ინტერი და ლაუტარო ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ინტერის თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ნერაძურის კაპიტანს ჯერ არ მოუწერია ხელი შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე, მაგრამ, Sky Sport-ის ცნობით, ბოლო მოლაპარაკებებმა მხარეები წარმატებულ გარიგებასთან მიიყვანა. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.
ინტერი 26 წლის თავდამსხმელს წელიწადში 8 მილიონი ევროს ხელფასს სთავაზობს, არგენტინელს კი დაახლოებით 10 მილიონი ევროს მიღება სურს, მაგრამ კომპრომისი ორივე მხრიდან მოსალოდნელია.
ლაუტარო მარტინესმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.