ინტერი და კალიარი ბელანოვას ფასზე ვერ შეთანხმდნენ
ინტერი და კალიარი ბელანოვას ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
მილანის “ინტერი” და “კალიარი” ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ ახალგაზრდა მცველის რაულ ბელანოვას ტრანსფერზე. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კალიარი ფეხბურთელისთვის 9 მილიონ ევროს + 6 მილიონ პრემიას ითხოვს, ნერაძური კი 7 მილიონს და ჩეზარე კასადეის სესხს თავაზობს.
გასული სეზონი ბელანოვას სრულფასოვანი დებიუტი იყო იტალიის სერია A-ში. მანამდე ფეხბურთელი 2019/20 წლების სეზონში ატალანტასთან ერთად მოედანზე რამდენიმე წუთით გადიოდა, მაგრამ კალიარის ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში ის იყო გუნდის წამყვანი მოთამაშე. ამით მან მოახერხა ტოპ კლუბებზე შთაბეჭდილების მოხდენა.
22 წლის ბელანოვამ გასულ სეზონში სერია A-ში ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.