ინტერი და დიბალა მოლაპარაკებების ახალ ეტაპს გამართავენ
ინტერი და დიბალა მოლაპარაკებების ახალ ეტაპს გამართავენ.
თავდამსხმელი პაულო დიბალა მილანის ინტერთან მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავს.
არგენტინელს, რომელმაც იუვენტუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, დიდი ხანია აკავშირებს მილანში გადასვლას, მაგრამ მხარეები არ ჩქარობენ გარიგების დადებას.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, ამ კვირაში დიბალას წარმომადგენლები ახალ შეხვედრას გამართავენ ინტერის ხელმძღვანელობასთან. კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა უახლოეს დღეებში 29 წლის ფეხბურთელის აგენტები ნერაძურის ხელმძღვანელებთან კონტრაქტის დეტალების დარეგულირებას შეეცდებიან.
Sky Sport-ის ჟურნალისტის მანუელ ბაიოჩინის თქმით, დიბალას ახალი კლუბი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფეხბურთელი შვებულებიდან დაბრუნდება, ანუ ივნისის ბოლოს.
თავდამსხმელის კარიერის გაგრძელების მთავარ ვარიანტად მილანის ინტერი ითვლება, მაგრამ ნერაძურებთან შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.