ინტერი და დევრი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

 ინტერი და დევრი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
Digiqole Ad

ინტერი და დევრი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

მილანის “ინტერის” ცენტრალური მცველი სტეფან დევრი კლუბში დარჩენისთვის მზადაა.

31 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ამ თვის ბოლოს ეწურება. ორი კვირით ადრე ცნობილი გახდა გალათასარაის ინტერესის შესახებ, რომელიც ჰოლანდიელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებას გეგმავდა.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს განახლებული მონაცემებით, ინტერი სრულად შეუთანხმდა ცენტრალურ მცველს ახალი კონტრაქტის პირობებზე. ხელშეკრულება 2025 წლამდე გაგრძელდება. გარიგება პარასკევს დაიხურება.

სტეფან დევრიი ინტერის ფერებს 2018 წლიდან წარმოადგენს. გასულ სეზონში მან “ნერაძურის” შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.