ინტერი და არსენალი ფეხბურთელების გაცვლას განიხიალვენ
ინტერი და არსენალი ფეხბურთელების გაცვლას განიხიალვენ.
ლონდონის “არსენალი” და მილანის “ინტერი” ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ. როგორც Calciomercatoweb იტყობინება, “მეთოფეები” იტალიელი მცველი სტეფანე დევრით არიან დაინტერესებულნი, ხოლო “ნერაძური” ბრაზილიელი გაბრიელის მიმართ ინტერესს იჩენს. მხარეები მზად არიან განიხილონ ურთიერთსასარგებლო გაცვლა.
დევრი მილანურ კლუბს 2018 წელს შეუერთდა. მისი ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება “ინტერთან” მომავალი სეზონის ბოლომდე მოქმედებს.
გაბრიელი არსენალის რიგებს 2020 წელს შეუერთდა. ბრაზილიელის “მეთოფეებთან” მოქმედი შრომითი კონტრაქტის ვადა 2025 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი.