ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეექვსედ ითამაშებს
ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეექვსედ ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერმა მილანი 3:0 დაამარცხა.
სიმონე ინძაგის გუნდმა მოსისხლე მეტოქეები მილანიდან ნახევარფინალურ დუელში საერთო ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასის მოახლოებული ფინალი ნერაძურისთვის ისტორიაში მეექვსე იქნება: გუნდმა ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ მატჩები ითამაშა 1964, 1965, 1967 და 1972 წლებში, ჩემპიონთა ლიგა 2010 წელს. სამ შემთხვევაში (1964, 1965 და 2010) წლებში ინტერმა მოიგო ტურნირი.
მიმდინარე გათამაშების ფინალში “ნერაძურის” მეტოქე “მანჩესტერ სიტის” და “რეალის” დაპირისპირების გამარჯვებული იქნება. პირველი მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, საპასუხო ბრძოლა კი 17 მაისს გაიმართება.