ინტერი ბიუკენენის შეძენასთან ახლოსაა

 ინტერი ბიუკენენის შეძენასთან ახლოსაა
Digiqole Ad

ინტერი ბიუკენინის შეძენასთან ახლოსაა.

მილანის ინტერი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ბრიუგეს მცველის, თეიჯონ ბიუკენენის ტრანსფერს. Calciomercato-ს ცნობით, ნერაძური ბელგიურ კლუბთან 15 მილიონი ევროს ოდენობის გარიგებაზე შეთანხმდა და თავად ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები გააფორმა.

ბიუკენენი შეიძლება იყოს მარჯვენა მცველის დენზელ დუმრისის შემცვლელი, რომლის გაყიდვაც ინტერს შეუძლია ამ ზაფხულს. წყარო აღნიშნავს, რომ ნერაძური დიდი ხანია ადევნებს თვალს თეიჯონს, რომელიც ახლა ბელგიაში წელიწადში 500 000 ევროს იღებს. კანადელს კლუბ ბრიუგესთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

ბელგიის ლიგის ამ სეზონში ბუკენენმა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა დაცვის მარჯვენა ფლანგისა, 24 წლის კანადელს შეუძლია შეტევის ორივე მხარეს თამაშიც.