ინტერი ბარსელონას ფეხბურთელის გაცვლას სთავაზობს
ინტერი ბარსელონას ფეხბურთელის გაცვლას სთავაზობს.
მილანის ინტერს კატალონიურ ბარსელონასთან გარიგების დადება სურს. ჟურნალისტ ჟერარ რომეროს თქმით, ნერაძურებმა კატალონიელებს თავიანთი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი შესთავაზეს ფრენკ კესის სანაცვლოდ, რომელსაც ამ სეზონში კამპ ნოუზე მცირე მატჩის პრაქტიკა აქვს მიღებული და თავისი პოზიციით უკმაყოფილოა.
რას ფიქრობს ამის შესახებ ბარსელონას ხელმძღვანელობა, ჯერჯერობით უცნობია. კესი 30 წლის ბროზოვიჩზე 4 წლით უმცროსია, ამიტომ ლურჯ გარნიტებმა შესაძლოა ინტერს მცირე გადასახადი სთხოვონ.
შეგახსენებთ, რომ ადრე კესი მილანში თამაშობდა, რომელიც ინტერის პირდაპირი კონკურენტი და ყველაზე პრინციპული მეტოქეა.