ინტერი ბარსელონას მცველით ინტერესდება

 ინტერი ბარსელონას მცველით ინტერესდება
სმარტუნიონი

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინტერი ზაფხულში ბარსელონას მცველის ერიკ გარსიას გაფორმებას შეეცდება.

21 წლის ფეხბურთელი ბლაუგრანას რიგებს სეზონის სტარტზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა მას არც კუმანის და არც ხავის გუნდში რეგულარული სათამაშო დრო არ ეძლევა და არ არის გამორიცხული, რომ ბარსელონა ერთი წლის შემდეგ დატოვოს.

El Nacional-ის ცნობით, ბარსელონა 21 წლის ესპანელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მზად არის ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს დაახლოებით 15-20 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.

ბოლოს დამატებული პოსტები