“ინტერი” არ გამორიცხავს ტიაგო მოტას კანდიდატურას
“ინტერი” არ გამორიცხავს ტიაგო მოტას კანდიდატურას.
მილანის ინტერი კვლავ განიხილავს ტიაგო მოტას მთავარ მწვრთნელად დანიშვნას სიმონე ინძაგის შემცვლელად, რომელსაც სამსახურის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბოლონიის მწვრთნელს მომავალი სეზონის დაწყებამდე შეუძლია ინძაგი შეცვალოს.
ინტერის ხელმძღვანელობას ესმის, რომ მოტას სხვა კანდიდატებთან შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვს, მაგრამ ტიაგო მოსწონს კლუბის მმართველებს, რომელიც მასში დიდ სამწვრთნელო პოტენციალს ხედავს. შეგახსენებთ, რომ მოტა მანამდე თამაშობდა ინტერში, როგორც ფეხბურთელი და 2010 წელს კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით.