ინტერი არ აპირებს თავდამსხმელის ხოაკინ კორეას გაყიდვას
“ინტერი” არ აპირებს თავდამსხმელის ხოაკინ კორეას ამ ზაფხულს გაყიდვას, იტყობინება Tuttosport.
27 წლის არგენტინელის ტრანსფერით სერია A-ს რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. თუმცა, მილანელები არ გეგმავენ თავდამსხმელთან განშორებას, რომლისთვისაც ლაციოს დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში კორეა ინტერს იჯარით გამოდის. ზაფხულიდან ის მილანელთა სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.
ამ სეზონში კორეამ სერია A-ში 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.